ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში დღეს პრემიერაა. მაყურებელი საბა ასლამაზიშვილის რეჟისორობით დადგმულ ნიკო ლორთქიფანიძის ,,შელოცვა რადიოთი” იხილავს.
ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობა „შელოცვა რადიოთი“ ემიგრაციის სირთულეებსა და უცხო გარემოში საკუთარი თავის დაკარგვის ტკივილზე გვიამბობს. იმავდროულად, ეს მოთხრობა იმ ქალის ხვედრსა თუ ბედზეა, სიყვარულს რომ ესწრაფვის, მაგრამ იმედგაცრუებას იღებს; ნუგეშს, საკუთარ ადგილს, დასაყრდენს, თავშესაფარს რომ ეძებს, მაგრამ მარტოობას, უნუგეშობასა და უსამშობლობას პოულობს და მერე… ცეკვავს… ცეკვავს გველებთან… ცეკვავს მგზნებარედ… სამშობლოში დაბრუნების იმედით…
“მსოფლიო პრემიერა. ბევრნაირი და მრავალნაირი სპექტაკლი …. შევხვდებით აქ და იქ… “ დიდი გოდების მცირე ნაკადი“ – წერს რეჟისორი საბა ასლამაზიშვილი სოციალურ ქსელში.










