“ოცნების” დეპუტატები ერთი-მეორეს მიყოლებით ამტკიცებენ, რომ ალეკო ელისაშვილი სამართალდამცველებს არ უცემიათ.
ბეჟან წაქაძე ამბობს, რომ ელისაშვილი პოლიციას არ ემორიჩილებოდა და შესაძლოა, ჯიკაობის დროს წაქცეულიყო.
თუ არ ემორჩილება, პოლიციას აქვს უფლება ადეკვატური ძალა გამოიყენოს, რომ განარიდოს. არვიცი, გაარკვევენ თუ ნაცემია. შეიძლება დაეცა, შეიძლება რაღაცა მოხდა, ან არ მოდიოდა და ჯიკაობის დროს, რაღაც მოხდა. იმაზე რატომ არ დამისვით კითხვა, ალეკო ელისაშვილმა რა ჩაიდინა აქ. ის კარგი იყო?” – ამბობს წაქაძე.