შეიცვლება თუ არა საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთი ამის შესახებ ხვალ 12 საათზე პარლამენტის საფინანსო -საბიუჯეტო კომიტეტში იმსჯელებენ. განსახილველი საკითხი მოქალაქეების და პენსიონერების სესხზე მაღალ საპროცენტო განაკვეთს უკავშირდება.
“ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, კომიტეტის სხდომაზე მიწვეული არიან – “ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხოდელი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური და ფინანსთა მინისტრის მოადგილე .
კომიტეტის სხდომაზე მიწვეული თანამდებობის პირების დასწრება სავალდებულოა.
საპენსიო სესხებთან დაკავშირებით, რომლებსაც “ლიბერთი ბანკი“ გასცემს, საკომიტეტო მოსმენის გამართვა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ითხოვეს.