უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის ნახევარკუნძულის დეოკუპაციისთვის „ყირიმის პლატფორმის“ მონაწილეთა რაოდენობის გაზრდას ელის.
„„ყირიმის პლატფორმის“ მომზადების თაობაზე შეხვედრა გავმართე. ველოდები გეოგრაფიის, დონის და მონაწილეთა რაოდენობის გაფართოებას. დღეს შეიქმნა საკონსულტაციო საბჭო ყირიმის დეოკუპაციის შესახებ, რომელიც კოორდინირებას გაუწევს ამ მიმართულებით ყველა აქტივობასა და პროექტს და უზრუნველყოფს ყირიმის პლატფორმის საქმიანობას“, – განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, 2021 წლის 23 აგვისტოს კიევში 40-ზე მეტი ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის დელეგაციის ხელმძღვანელებმა „ყირიმის პლატფორმა“ გამართეს, რომლის მიზანი ნახევარკუნძულის ოკუპაციის მშვიდობიანი გზით შეწყვეტა იყო. „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტი ონლაინ ფორმატში 23 აგვისტოს გაიმართება. უკრაინა ყირიმის გათავისუფლების შემდეგ ეკონომიკური აღდგენის გეგმას ამზადებს.