
ნიგერიის სოკოტოს შტატში, შეიარაღებულმა პირებმა, სულ მცირე, 30 ადამიანი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იტყობინება. 10 ოქტომბერს, ჩრდილო-დასავლეთ ნიგერიაში, სოკოტოს შტატში, შეიარაღებული პირები ბაზრის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, ადამიანებს ცეცხლი გაუხსნეს და ავტომობილები დაწვეს.










