დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი შვედეთში ჩავიდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ჯონსონმა და შვედეთის პრემიერმა მაგდალენა ანდერსონთან უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი. დოკუმენტის თანახმად, რომელიმე მათგანზე თავდასხმის შემთხვევაში, მეორე ქვეყანა ვალდებული ხდება მას სამხედრო დახმარება გაუწიოს.
შვედეთის შემდეგ ჯონსონი ფინეთში გაემგზავრა, სადაც ანალოგიურ შეთანხმებას მოაწერს ხელს.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, შვედეთმა და ფინეთმა განაცხადეს, რომ ნატოში გაწევრიანების საკითხს განიხილავენ. სავარაუდოდ შესაბამის ოფიციალურ განცხადებას ეს ქვეყნები ივნისში გააკეთებენ.









