შეერთებული შტატები არ აღიარებს 10 აპრილს საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში გამართულ ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებსა და მის შედეგებს. ჩვენი პოზიცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ცალსახაა: ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ამას ვერ შეცვლის ვერც „არჩევნები” და ვერც აპრიორი უკანონო „რეფერენდუმი”, რომელიც სამხრეთ ოსეთს რუსეთის შემადგენლობაში შესვლისკენ მოუწოდებს. შესაბამისად, ჩვენ ხაზს ვუსვამთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ახლა, როდესაც რუსეთი უკრაინაში სასტიკ, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ ომს აწარმოებს და გამიზნულად ესხმის თავს უკრაინელ ხალხსა და ქალაქებს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია დაცვა ამ ფუნდამენტური პრინციპებისა, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოების საფუძველს წარმოადგენს.
ამიტომ, მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს თავისი ომი უკრაინაში და მის მიერ საქართველოს ოკუპაცია, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება. მათ შორის, რუსეთის ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, საქართველოს რეგიონების: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმება და ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფლად გადაადგილების უზრუნველყოფა.
The United States does not recognize the legitimacy of the so-called presidential elections held in Georgia’s South Ossetia region on April 10 and will not acknowledge their outcome. Our position on Abkhazia and South Ossetia remains clear: these regions are integral parts of Georgia. No “elections” or a priori illegitimate “referendum” calling for incorporation of South Ossetia into Russia can change this. Accordingly, we reiterate our strong support for Georgia’s sovereignty and territorial integrity within its internationally recognized borders.
Russia’s brutal, unprovoked, and unjustified war deliberately attacking Ukrainian civilians and cities makes it even more important to stand up for these fundamental principles that are the foundation of the international security architechture.
We therefore call upon Russia to immediately stop its war in Ukraine and its occupation of Georgia, and fulfill all of its obligations under the 2008 ceasefire agreement, including withdrawal of its forces to pre-conflict positions, reversal of its recognition of the Georgian regions of Abkhazia and South Ossetia as independent states, and provision of free access for humanitarian assistance to these regions.










