ასე გამოიყურება ქალაქის ცენტრი, კერძოდ, ხანძთელის ქუჩაზე არსებული ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის შენობა. აღნიშნული ტერიტორია როგორც კადრებში ჩანს გავერანებულია. წლებთან ერთად შენობა ჩამოინგრა და ახლა აქ მხოლოდ ეკალ-ბარდებსა და ნაგავს შეხვდებით. უფრო მეტიც, როგორც ჩანს ტერიტორია ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების საყვარელ ადგილად იქცა. აქ მრავლადაა მიმოფანტული ერთჯერადი საინექციო შპრიცები, პოლიეთილენის პარკები, ბოთლები და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენები. ეს ყველაფერი კი, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ხდება. ააიპ სპეციალურ სერვისებში აცხადებენ, რომ აღნიშნული ტერიტორიის შიდა პერიმეტრი დაგვა-დასუფთავების ნუსხაში შეტანილი არ არის. თუმცა დასუფთავების აქციის ფარგლებში აღნიშნული ტერიტორია რამდენჯერმე გაიწმინდა, მაგრამ მას ისევ მოქალაქეები ანაგვიანებენ. გიორგი მჟავანაძე მოსახლეობას მეტი სამოქალაქო პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს . ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ტერიტორია მერიის ბალანსზე არაა. შენობა კერძო საკუთრებაა და იგი წლების წინ ერთ-ერთმა ჩინურმა კომპანიამ შეისყიდა. მანამდე კი სანამ შენობის ბედი გაირკვევა ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის ტერიტორია ანტისანიტარიის კერად ყოფნას განაგრძობს და საფრთხეს უქმნის ხანძთელი ქუჩის მოსახლეობას. იმედია ეს ზაფხული მშვიდობით ჩაივლის და ადგილობრივები ქვეწარმავლების შემოტევას გადაურჩებიან.
“იცით ვინაა ციაო მანი?”- ვისი ფიგურა იყო გამოსახული კუბოზე
ძველი აღმოსავლეთის სპეციალისტი მთვარისა თარხნიშვილის ცნობით, კუბოზე გამოსახული გრავიურა, სინამდვილეში ჩინური მითოლოგიის პერსონაჟი ციაო მინია (Qiao Min). "იცით ვინაა ციაო მანი? მე, როგორც ძველი აღმოსავლეთის სპეციალისტი ,დავინტერესდი, ვინ უნდა ყოფილიყო...