სამოქალაქო აქტივსტი, პედაგოგი, სოფო როინიშვილი სოციალურ ქსელში წერს რომ მას 15 დღიანი პატიმრობა ან 5 000 ლარიანი ჯარიმა ემუქრება. სასამართლო პროცესი დღეს 17:00 საათზეა ჩანიშნული.
“პოლიციის მეორე განყოფილებიდან გამოვედი ეხლა…
პიროტექნიკის გამოყენების გამო 15 დღიანი პატიმრობა, ან 5000 ლარიანი ჯარიმაო…
შეაშინეთ ბებიათქვენები!” – წერს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივსტი, პედაგოგი სოფიო როინიშვილი.
პედაგოგმა ფეიერვერკი გუშინ, აქციის მიმდინარეობისას, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან გაისროლა.
უწყვეტი აქციები საქართველოს მასშტაბით 66-ე დღეა იმართება.