LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ შეწყალებების საქმის გამოძიება დაიწყო

შაქარაშვილის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

დაპოსტა 2020/09/03-ში
A A
145
ნახვა
გაზიარება

გენერალურმა პროკურატურამ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

შესაბამის საკითხზე უწყებაში განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა. საქმე ეხება მოქალაქე ვერონიკა არონიას განცხადებას, რომ 15 ივლისს, ვარკეთილში, მისი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ 4 პირის საუბარს შეესწრო, რომელიც შაქარაშვილის საქმეს შეეხებოდა. პროკურატურის შეფასებით, აღნიშნულმა მოქალაქემ ცრუ ინფორმაცია საკუთარი თავის საჯაროდ წარმოჩენის და ჟურნალისტური კარიერის მოწყობის მიზნით გაავრცელა.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილ იქნა, რომ ვ.ა.-მ საკუთარი თავის საჯაროდ წარმოჩენისა და ჟურნალისტური კარიერის მოწყობის მიზნით, სამართალდამცავ ორგანოებს მიაწოდა შეგნებულად ცრუ ინფორმაცია გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებით, კერძოდ:

2020 წლის 15 ივლისს, ვ.ა. დაუკავშირდა მედიასაშუალებას და მოუყვა მის მიერ გამოგონილი ამბავი – თითქოსდა რამდენიმე საათით ადრე, მისი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, მცირეწლოვან შვილთან ერთად სეირნობისას, შეესწრო 4 უცნობი პირის საუბარს, რომელიც პირდაპირ კავშირში იყო გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობასთან. მისი თქმით, თითქოს საუბრისას ნახსენები იყო შაქარაშვილისა და საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი პირის გვარი, რომელიც, მათივე შეფასებით, ცუდად მოიქცა. დაკავებულის თქმით, ასევე, თითქოს საუბარი იყო გაურკვეველი ნივთის გადაგდებაზე და ნახსენები იყო შემდეგი ფრაზები: „ბიჭო, შაქარაშვილების ოჯახმა კიდე კაი არ გაიგო, თორემ მაგრად დაგვარტყამდა“. „ბიჭო ის ხო გადააგდე“. ამ დროს თითქოსდა ერთმა მოსაუბრემ ხელი ჰკრა მეორეს და უთხრა გაჩუმდი“.

ვ.ა. საგამოძიებო ორგანოს მიერ გამოიკითხა სამჯერ, რა დროსაც გამოძიებას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია შეხვედრის ადგილმდებარეობასთან, პირთა აღწერილობასთან, მათი საუბრის შინაარსთან და მოქმედებებთან დაკავშირებით, ხოლო ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტისას მიუთითა ის ადგილი, სადაც თითქოსდა მოისმინა მისთვის უცნობი პირების საუბარი.

ვ.ა.-ს მიერ გამოძიებისთვის მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების პროცესში, დაუყოვნებლივ ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. მოპოვებული მოწმეთა ჩვენებების, ვიდეო-ჩანაწერების, მობილური ოპერატორებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის გაანალიზების შედეგად დადგინდა, რომ ვ.ა. დროის იმ მონაკვეთში, როდესაც თითქოსდა მოისმინა უცნობი პირების საუბარი, იმყოფებოდა მის საცხოვრებელ ბინაში და სახლიდან არ გასულა. შესაბამისად, მის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული სრული ინფორმაცია, რაც ეხება გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეს, არის ვ.ა-ს მიერ გამოგონილი და არ შეესაბამება სიმართლეს.

ვ.ა.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს სამიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

აქვე გვსურს ხაზი გავუსვათ ერთ მნიშვნელოვან საკითხს: პირადი მოტივებით სამართალდამცავი ორგანოებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება არ არის გამოხატვის თავისუფლების შემადგენელი კომპონენტი და ამგვარი ინფორმაციის გავრცელება არ არის დაცული საქართველოს კანონმდებლობით. გამოძიების შეგნებულად შეცდომაში შეყვანა ხელს უშლის დროული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას, მტკიცებულებათა მოპოვებასა და დამნაშავე პირთა მხილებას. საქართველოს პროკურატურა, მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებების დაფიქსირების შემთხვევაში, მოახდენს რეაგირებას და გამოიყენებს შესაბამის სამართლებრივ მექანიზმებს დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ.

ასევე, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დანიშნული და ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგის თაობაზე.

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სახეზე (თავზე) არსებული დაზიანებები თავისი ხასიათიდან და მოცულობიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით გამოიწვევდა ქალა-ტვინის ტრავმას, თავის ტვინის შერყევას, რომელსაც ხშირად თან სდევს გონების დაკარგვა, რაც მას შეუზღუდავდა მოძრაობისა და გადაადგილების შესაძლებლობას. ამავდროულად, მუცლის წინა ზედაპირზე არსებული დაზიანების ლოკალიზაციისა და მოცულობის გათვალისწინებით, აღნიშნულ მიდამოში რბილ ქსოვილებზე ტრავმული ზემოქმედების გამო ამა თუ იმ ინტენსივობით გამოხატული ტკივილი, თავზე არსებული დაზიანებებისგან ცალკე და ერთობლიობაშიც, ასევე გამოიწვევდა მოძრაობისა და გადაადგილების შეზღუდვას.

ჩატარებული კვლევით ასევე დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები სიკვდილის წინა ახლო პერიოდშია განვითარებული, რაც მოიცავს დროის ინტერვალს 10 წუთიდან 20 წუთის ფარგლებში. ასევე, გვამის წყალში ყოფნის ხანგრძლივობა შეადგენს სიკვდილის დადგომიდან 3-4 დღეს.

აღნიშნული დასკვნა, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ცალსახად ადასტურებს წარდგენილი ბრალდებების უტყუარობას – ბრალდებულთა მიერ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ფაქტს.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა ასაჯაროებს ზემოხსენებულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას.

ამასთან, გაცნობებთ, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის ფაქტებზე პატიმრობაში მყოფი 11 ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდებები შესაბამისობაში იქნა მოყვანილი გამოძიებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან. გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ხუთი პირის მიმართ წარდგენილი ბრალდების ფორმულირება არ შეცვლილა“, – განაცხადეს პროკურატურაში.

გაზიარება58

დაკავშირებული -პოსტები

ტრაგედია მარტვილში – ნიკა ფა­ი­ლო­ძეს და ლე­ვან ბე­რიშ­ვი­ლს გლოვობენ

by მეგა TV
ივნისი 1, 2026
0
ტრაგედია მარტვილში – ნიკა ფა­ი­ლო­ძეს და ლე­ვან ბე­რიშ­ვი­ლს გლოვობენ
მთავარი

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და მარ­ტვილ­ში. სო­ფელ გა­ჭე­დილ­თან მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას 2 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­შავ­და ასე­ვე ერთი ადა­მი­ა­ნი. და­ღუ­პუ­ლე­ბი არი­ან ნიკა ფა­ი­ლო­ძე და ლე­ვან ბე­რიშ­ვი­ლი. „ახლგაზრდა ბიჭები არიან გარდაცვლილი, შემზარავი...

დაწვრილებითDetails

რა ღონისძიებებია დაგეგმილი ქუთაისში, ბავშთა დაცვის დღესთან დაკავშირებით

by მეგა TV
ივნისი 1, 2026
0
რა ღონისძიებებია დაგეგმილი ქუთაისში, ბავშთა დაცვის დღესთან დაკავშირებით
მთავარი

1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1950 წლიდან აღინიშნება ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა...

დაწვრილებითDetails

ებოლას გავრცელების არეალისა და გარდაცვლილთა შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება

by მეგა TV
ივნისი 1, 2026
0
ებოლას გავრცელების არეალისა და გარდაცვლილთა შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება
მთავარი

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და უგანდაში ებოლას 263 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის აფრიკის ცენტრების ინფორმაციით, ებოლას იშვიათ შტამ „ბუნდიბუგიოს“ ამ დროისთვის, სულ მცირე, 43 ადამიანი ემსხვერპლა. ამასთან, „როიტერის“ ინფორმაციით, ბრაზილიაში ებოლას ორ...

დაწვრილებითDetails

ჯარიმა 500-დან 6000 ლარამდე – ვის შეეხება 1 ივნისიდან ახალი რეგულაცია

by მეგა TV
ივნისი 1, 2026
0
„ჯარიმა 120 ლარიდან 3 000 ლარამდე“ – საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
მთავარი

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს ეკონომიკურ რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება უუქმდებათ და ამის ნაცვლად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სპეციალურ ბაზაში რეგისტრაცია მოუწევთ - შესაბამისი ცვლილებები „ტურიზმის შესახებ“ კანონში პარლამენტში ინიცირებულია. კანონპროექტის მიხედვით, ტურისტული საქმიანობის...

დაწვრილებითDetails

დედამ 7 წლის შვილი მოკლა ,შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა

by მეგა TV
ივნისი 1, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

ბოლნისში დედამ 7 წლის შვილი მოკლა -  ინფორმაციას ადგილობრივი მედია Aktual ge ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა გუშინ მოხდა. მათივე ცნობით, 42 წლის ქალმა 7 წლის ბიჭს სასიკვდილო ჭრილობები დანით მიაყენა....

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წავიკითხოთ

by მეგა TV
ივნისი 1, 2026
0
27 იანვარს საქართველოში ნინოობა აღინიშნება
მთავარი

დღეს ნინოობაა. მართლმადიდებლები პირველ ივნისს წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავენ. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია შესრულდება. ლოცვა, რომელიც ამ დღეს უნდა წარმოთქვათ: ტროპარი სიტყვისა ღმრთისა მსახურთა თანამოსაგრეო და ანდრიას...

დაწვრილებითDetails

პირველი ივნისის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

by მეგა TV
ივნისი 1, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი - შესაძლოა მოულოდნელი შეთავაზება მიიღოთ სამსახურში ან პირად ცხოვრებაში. გადაწყვეტილებების მიღებისას ემოციებსა და ლოგიკას შორის ბალანსი შეინარჩუნეთ.   კურო - ფინანსური საკითხები ყურადღებას მოითხოვს. კარგი დროა ბიუჯეტის გადახედვისთვის და...

დაწვრილებითDetails

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
მაისი 31, 2026
0
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

პროფესორი ოთარ ჩხეიძე გარდაიცვალა-ინფორმაციას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ემერიტუს პროფესორის, ოთარ ჩხეიძის გარდაცვალების გამო. ოთარ...

დაწვრილებითDetails

ქუთაისი დაცლილი და განადგურებულია – რას წერს მიხეილ სააკაშვილი

by მეგა TV
მაისი 30, 2026
0
,,ივანიშვილი და მისი გუნდი საერთოდ მოწყვეტილია რეალობას” – სააკაშვილი
მთავარი

ქუთაისი დაცლილი და განადგურებულია. ჩემი ხედვით ქუთაისის აეროპორტი უნდა გაზრდილიყო დუბაის მასშტაბამდე, მთელი მთავრობა იქ უნდა გადასულიყო, ქუთაისი გახდებოდა ტექნოლოგიების და ინოვაციების ქალაქი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე...

დაწვრილებითDetails

სუს-ის მიერ დაკავებული პირი აგვისტოს ომის დროს ჩაცხრილული ჟურნალისტის ძმა, ირაკლი ჩიხლაძეა

by მეგა TV
მაისი 30, 2026
0
სუს-ის მიერ დაკავებული პირი აგვისტოს ომის დროს ჩაცხრილული ჟურნალისტის ძმა, ირაკლი ჩიხლაძეა
მთავარი

ოჯახი ადასტურებს, რომ სუს-მა "ნიუს კავკასის" დამფუძნებელი, ირაკლი ჩიხლაძე დააკავა. ჩიხლაძე სახელმწიფო უსაფრთხოების მიერ დღეს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული კიდევ ერთი პირია. მანამდე ხელბორკილები დაადეს "ევრაზიის ინსტიტუტის" დამფუძნებელს, გულბაათ რცხილაძეს. ჟურნალისტი ირაკლი ჩიხლაძე, აგვისტოს ომის დროს,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"