შარლ მიშელს საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერთან აქვს შეხვედრა დაგეგმილი. როგორ აფასებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი 19 აპრილის შეთანხმების შესრულებას ზუსტად 3 თვის თავზე – ეს იქნება “ქართული ოცნების” წარმომადგენლებისა და შარლ მიშელის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა.
მმართველ გუნდში ამტკიცებენ, რომ შეთანხმების შესასრულებლად მათ ყველაფერი გააკეთეს.
“ალბათ გვექნება შესაძლებლობა, რომ მიმდინარე თემებთან და მწვავე საკითხებთან დაკავშირებით გვქონდეს დიალოგი. თვითონ გეგმით რაც არის განსაზღვრული, ამის მიღმა ეს ცხელი პოლიტიკური თემებიც შეიძლება გახდეს დისკუსიის საკითხი,” – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ.









