LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერები განცხადებას ავრცელებენ

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერები განცხადებას ავრცელებენ

დაპოსტა 2021/04/28-ში
A A
81
ნახვა
გაზიარება

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მომწერები საერთო განცხადებას ავრცელებენ.

ისინი ოპოზიციის დანარჩენ ნაწილს, რომელსაც დოკუმეტნისთვის ხელი არ მოუწერია მოუწოდებენ მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ მიდმინარე პოლიტიკურ მოვლენებს.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„2021 წლის 19 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტზე „სამომავლო გზა საქართველოსთვის“ ხელის მოწერით ქვეყანას გაუჩნდა უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა გამოვიდეს ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან.  შეთანხმების დოკუმენტის თანახმად  „ქართულმა ოცნებამ“  ფაქტობრივად აღიარა ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების გაყალბება, პოლიტიზირებული მართლმსაჯულებისა და პოლიტიკური პატიმრების არსებობა, სასამართლო და საარჩევნო რეფორმების აუცილებლობა და აიღო ვალდებულება, კონკრეტული მექანიზმების მეშვეობით პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისა და რიგგარეშე არჩევნებამდე მისვლის შესახებ.

აღნიშნული შეთანხმების განხორციელებით ჩვენს ქვეყანას უჩნდება არსებული რთული გამოწვევების ფონზე, როგორც ევროკავშირში, ასევე ნატო-ში გაწევრიანების რეალური შესაძლებლობა, რასაც ადასტურებს აშშ-ს სენატორებისა და ევროპარლამენტარების  განცხადებები.

შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ახლა ზოგიერთი ოპოზიცური პარტიის მხრიდან არა ურთიერთდაპირისპირების წამახალისებელი და შეთანხმების მიზნების დამაზიანებელი საუბრის, არამედ ოპოზიციური ძალისხმევის კონსოლიდაციის დროა, რათა ვაიძულოთ ხელისუფლება შეასრულოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.

მიგვაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დემოკრატიული პროცედურით შეცვლის ერთადერთი გზა გადის სწორედ ამ  შეთანხმების შესრულებაზე.  შესაბამისად, ამ შესაძლებლობაზე ვიწროპარტიული ინტერესების გამო უარის თქმა სწორედ ხელისუფლების ინტერესებში შედის.

სწორედ ამიტომ, ჩვენ, შეთანხმებაზე ხელისმომწერი პოლიტიკური პარტიები და დამოუკიდებელი დეპუტატები კიდევ ერთხელ ვადასტურებთ  შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე მზაობას.

მოვუწოდებთ შეთანხმებაზე ჯერ კიდევ არ შემოერთებულ ოპოზიციონერ კოლეგებს, მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს და ყველამ ერთად მთელი ძალისხმევა მივმართოთ, რათა ხელისუფლებამ სრულფასოვნად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

შეთანხმების შედეგად ჩვენ გვაქვს უკვე პირველი წარმატება – გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლება. მიგვაჩნია, რომ  მხოლოდ საერთო ოპოზიციური ძალისხმევით შევძლებთ დროულად  გავათავისუფლოთ ნიკა მელია პატიმრობიდან და გამოვიყვანოთ ქვეყანა ღრმა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან, რომელიც აფერხებს  საქართველოს სწრაფ,  დემოკრატიულ განვითარებას“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებს ხელს აწერენ: არმაზ ახვლედიანი; თეონა აქუბარდია; დავით ბაქრაძე; გიორგი ვაშაძე; პაატა მანჯგალაძე; ანა ნაცვლიშვილი; სალომე სამადაშვილი; ხათუნა სამნიძე; დავით უსუფაშვილი; შალვა შავგულიძე; მამუკა ხაზარაძე; ბადრი ჯაფარიძე; ზურაბ ჯაფარიძე

გაზიარება32

დაკავშირებული -პოსტები

საბავშვო ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად, მოტყუებით, შეიტანეს ცხენის ხორცი – სუს-მა 2 პირი დააკავა

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
საბავშვო ბაღში 15 ბავშვი მოიწამლა
მთავარი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თაღლითობისა და ფალსიფიკაციის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ორი პირი დააკავეს. სუს-ის ცნობით, საქმე ეხება მარნეულისა და ქარელის მუნიციპალიტეტების ბაგა-ბაღებში საქონლის ხორცის...

დაწვრილებითDetails

მოვუწოდებთ მოქალაქეებს არ შევიდნენ შეცდომაში – საპატრულო პოლიცია საზოგადოებას აფრთხილებს

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სახელით მოქალაქეების ნაწილს ეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინებები - საგზაო სამართალდარღვევის ოქმის ვადის ამოწურვის შესახებ. გაცნობებთ, რომ აღნიშნული შეტყობინებები საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მხრიდან არ არის...

დაწვრილებითDetails

ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 3 ქართველი წევრი დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 3 ქართველი წევრი დააკავეს
მთავარი

ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა, ქალაქ ვალენსიაში, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები - საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, ხოლო მეოთხე წევრის დაკავების მიზნით საპოლიციო ღონისძიებები აქტიურად გრძელდება....

დაწვრილებითDetails

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე – სასამართლო გიორგი მალანიას აღკვეთის ღონისძიების გადახედვაზე იმსჯელებს

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ორ არასრულწლოვანს ბრალდება დაუმძიმდა
მთავარი

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე -  დღეს სასამართლოზე გ.მ. აღკვეთის ღონისძიების გადახედვაზე იმსჯელებენ. ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებების დასაშვებად ცნობას და აღკვეთი ღონისძიების სახით გამყენებული პატიმრობსი...

დაწვრილებითDetails

წეს­მა ადა­მი­ა­ნის გული არ უნდა დაჩ­რდი­ლოს! – დედა სიდონია ლანა ლატარიას მამის განცხადებას ეხმიანება

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
წეს­მა ადა­მი­ა­ნის გული არ უნდა დაჩ­რდი­ლოს! – დედა სიდონია ლანა ლატარიას მამის განცხადებას ეხმიანება
მთავარი

სა­მეგ­რე­ლო­ში 26 წლის ლანა ლა­ტა­რი­ას გლო­ვო­ბენ. ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქალი სეფ­სი­სით გარ­და­იც­ვა­ლა. ლანა ლა­ტა­რი­ას 2 შვი­ლი დარ­ჩა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ღა­მით მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­უძ­ლოდ გახ­და, რის შემ­დე­გაც ქო­ბუ­ლეთ­ში, კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი...

დაწვრილებითDetails

“შეუძლებელია, ღმერთი ნაომარი მამის ტირილს უყურებდეს და საკუთარ სახლში მის შვილს კარი მიუხუროს” – გიორგი კეკელიძე

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
მე ავიტანე საოცარ ცილისწამებათა კასკადი-გიორგი კეკელიძე
მთავარი

სა­მეგ­რე­ლო­ში 26 წლის ლანა ლა­ტა­რი­ას გლო­ვო­ბენ. ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქალი სეფ­სი­სით გარ­და­იც­ვა­ლა. ლანა ლა­ტა­რი­ას 2 შვი­ლი დარ­ჩა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ღა­მით მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­უძ­ლოდ გახ­და, რის შემ­დე­გაც ქო­ბუ­ლეთ­ში, კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი...

დაწვრილებითDetails

,,იყავით ფრთხილად” – გოგა მანია საზოგადოებას აფრთხილებს

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
მთავარი

ეზოტერიკოსი გოგა მანია საზოგადოებას მიმართავს და ვიდეომიმართვაში საუბრობს, როგორ უნდა მოიქცნენ ადამიანები, თუ სახლში, მისი თქმით, „ჯადოს“ ან საეჭვო ნივთს აღმოაჩენენ. მანიას თქმით, ასეთ ნივთს შიშველი ხელებით არ უნდა შეეხონ...

დაწვრილებითDetails

ქართველებს შორის დაპირისპირება ესპანეთში მკვლელობით დასრულდა

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

2026 წლის მარ­ტში ეს­პა­ნე­თის კუნ­ძულ მე­ნორ­კა­ზე მომ­ხდარ­მა სის­ხლი­ან­მა და­პი­რის­პი­რე­ბამ, რო­მელ­საც 51 წლის ქარ­თვე­ლი მიგ­რან­ტი ემსხვერ­პლა, სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო. თე­მას სტა­ტი­ე­ბი მი­უ­ძღვნეს ისეთ­მა გავ­ლე­ნი­ან­მა გა­მო­ცე­მებ­მა, რო­გო­რე­ბი­ცაა გერ­მა­ნუ­ლი Deutsche Welle (DW)...

დაწვრილებითDetails

ქუთაისელი სასულიერო პირი, მამა ექვთიმე ლანა ლა­ტა­რი­ას მამას მიმართავს

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
ქუთაისელი სასულიერო პირი, მამა ექვთიმე ლანა ლა­ტა­რი­ას მამას მიმართავს
მთავარი

სა­მეგ­რე­ლო­ში 26 წლის ლანა ლა­ტა­რი­ას გლო­ვო­ბენ. ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქალი სეფ­სი­სით გარ­და­იც­ვა­ლა. ლანა ლა­ტა­რი­ას 2 შვი­ლი დარ­ჩა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ღა­მით მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­უძ­ლოდ გახ­და, რის შემ­დე­გაც ქო­ბუ­ლეთ­ში, კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი...

დაწვრილებითDetails

წარმატებული ზაფხული – ცნობილია აგვისტოს თვის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი) აგვისტო ენერგიული და მოქმედებით სავსე თვე იქნება. სამსახურში ან პირად პროექტებში ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ და დაუგეგმავ ხარჯებს მოერიდეთ. სიყვარულში გულწრფელი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"