საკონსტიტუციო ცვლილებისთვის, საჭიროა, დამატებით, მინიმუმ, 17 დეპუტატის მიერ მისი მანდატის აქტიურად განხორციელება, მოვუწოდებ ოპონენტებს, შემოვიდნენ პარლამენტში! – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებების დაინიცირებით, მემორანდუმის ბოლო პირობა შეასრულა.








