
როგორც BBC იტყობინება შაკირას ბარსელონაში თავს ტახები დაესხნენ. შემთხვევა ბარსელონის პარკში მოხდა, სადაც კოლუმბიელი მომღერალი თავის 8 წლის ვაჟთან ერთად სეირნობდა. შაკირას თქმით, მას ორი ცხოველი დაესხა თავს, ხელიდან ჩანთა გასტაცეს და გაიქცნენ. მოგვიანებით მომღერალმა ჩანთა იპოვა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ტახებმა „ყველაფერი გაანადგურეს“.










