”მხედრიონის” ერთ-ერთ ხელმძღვანელსა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრზე თავდასხმა სცადეს. თეიმურაზ ხაჩიშვილის ადვოკატის ინფორმაციით, პარტია “ცენტრისტების” დამფუძნებელს უცნობმა პირებმა იმ დროს მიაკითხეს, როდესაც ის მეგობრის ოფისში იმყოფებოდა.
“10-12 უცნობი ადამიანი ოფისში მოვიდნენ. დააკაკუნა ერთმა, იკითხა თემური შენ ხარ თუ არაო და შეჭრა დააპირეს. არ შეუშვეს ესენი, ჩაკეტეს კარი, დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში შესვლის და შეჭრის მცდელობა იყო.
90-იან წლებში გარდაცვლილი ერთ-ერთი მხედრიონის ვეფხვაძის შვილი იყო. უნდა გაარკვიოს გამოძიებამ, რა მიზნით იყო ეს ხალხი მისული, რა იყო მოტივი, ვისი დავალებით მოქმედებდნენ, ამაზე უნდა გასცეს გამოძიებამ პასუხი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვბრუნდებით 90-იან წლებში”,- თქვა დიმიტრი მჭედლიშვილმა.