ქართული ფეხბურთის ლეგენდა,გამოცდილი მეკარე როინ კვასხვაძე,რომელმაც “დინამო” ბათუმის რიგებში ჩემპიონობა იზეიმა ,მშობლიურ ქალაქში ვიზიტის ჟამს გადაცემა “შუადღე ქუთაისში” გვეწვია და ყოფილ კლუბ,ქუთაისის “ტორპედოზეც” ისაუბრა.
” ყოველთვის ვუგულშემატკივრებ ქუთაისის “ტორპედოს, არ შეიძლება არ მიყვარდეს . მიუხედავად ყველაფრისა რა როგორ იყო წარსულს ჩაბარდა,მაგრამ ვრჩები სულ გულშემატკივრად, სადაც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა იყოს”.










