ყვითლად შეღებილი ქათამი – რას ჭამთ, როდესაც გგონიათ, რომ სოფლის დედალს მიირთმევთ – ამ სათაურით ჟურნალისტურ გამოძიებას აქვეყნებს ,,რადიო თავისუფლება”.
ვრცელ მასალაში საუბარია თუ როგორ იყენებენ საქართველოში ქიმიურ საღებავებს, რომლებიც ევროკავშირში მკაცრად კონტროლდება და იწვევა ჯანმრთელობის პრობლემებს.
საუკეთესოდ ყვითელი შეფერილობის ქათამი ითვლება. უმრავლესობა ხორცს ამის მიხედვით არჩევს. ბაზარიც მაქსიმალურად ცდილობს მოთხოვნას უპასუხოს.
ქათმის საკვებში ურევენ ყვითელ, ხშირად სინთეზურ პიგმენტს, რომელიც ფრინველის კანს შესამჩნევად აყვითლებს და ეს “სოფლის დედლის” ფერი რომ ძირითადად საღებავის დამსახურებაა, მყიდველს არავინ ეუბნება.
ქიმიურ პიგმენტს, რომელსაც ქათმის საკვებში ამატებენ, ნუტრიციული ღირებულება არ აქვს – ქათმის კანს და ხორცს მხოლოდ საბაზრო მიმზიდველობას სძენს, და არასწორი დოზირების შემთხვევაში, შესაძლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოც იყოს – გამოიწვიოს თვალის ბადურის ჩამოშლა, ღვიძლის დაზიანება.
როგორ იყიდება საქართველოში მეტწილად ყვითელი ფერის ბროილერის ქათმები?
ქათმის კანს ფერს საკვებში შერეული პიგმენტი უცვლის. მეტწილად გამოყენებული პიგმენტის დოზაზე და ეფექტიანობაზეა დამოკიდებული დაკლული ქათმის ხორცის ფერი. რაც მეტი გასაყვითლებელია შერეული, მით უფრო ყვითელია ქათამიც.
ქათმის მცირე და მსხვილი მომშენებლები, საკვების მწარმოებლები, გასაყვითლებელი ნივთიერებების იმპორტიორები – უმეტესობა, ვისაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, ერთსა და იმავეს ამბობს – ქათამს განაგრძეთ კითხვა