გადაცემაში „პირადი ექიმი მარი მალაზონია“ ოტორინოლარინგოლოგი, არჩილ წულაძე ამბობს, რომ ცხვირის გამხსნელი სპრეის გამოყენება მაქსიმუმ 5-7 დღე შეიძლება.
„ყველგან, სადაც გიდევთ (ცხვირის გამხსნელი სპრეი), უნდა გადაყაროთ, დაიტოვოთ ყველაზე ნაკლებად კონცენტრირებული, ჩვილ ბავშვთა დოზა, მხოლოდ ღამით, ძილი რომ შეძლოთ ნორმალურად.
იცოდეთ, რომ მაქსიმუმ 5-7 დღე შეიძლება გამოყენება. ზოგის ლორწოვანი 3 დღეში ჩაცხრა, ზოგს 7 და ზოგსაც 10 დღე სჭირდება, მაგრამ თუ სხვა მიზეზი არ გაქვთ, მწვავე ალერგიასა და ვირუსულ მდგომარეობაში არ იმყოფებით, დამოკიდებულება გადალახვადია, უბრალოდ უნდა გაუძლოთ 5 დღე. პაციენტებს ვეუბნები, რომ ჩათვალეთ კუნძულზე ხართ და არ იყიდება და ამ დროს რას შვრებით-თქო, მეუბნებიან მოვკვდები – არა, არაფერი არ მოხდება, უბრალოდ 4-5 დღე გაგიჭირდება.
მნიშვნელოვანია ასევე, (ცხვირის გაჭედვის დროს) პოზიცია ძილის დროს, თავი მაღალზე უნდა გქონდეს, რომ სისხლი ნაკლებად მიეწოდოს. ვენური შეგუბება იწვევს ლორწოვანის შეშუპებას და სპრეი იწვევს სისხლძარღვის სპაზმს, რომ ეს ნაკლებად მოხდეს, ამიტომ ყველას შეუძლია განთავისუფლდეს ამ დამოკიდებულებისგან, უბრალოდ თავის თავს უნდა მოსთხოვონ, რომ ეს მას შეუძლია და არა ექიმს, რომ ექიმო დამანებებინე სპრეიზე თავი.
თუ თავს დაანებებს, გავა ბოლო შესხურებიდან 2-3 კვირა და მაინც ვერ სუნთქავს, მერე ვიფიქროთ უკვე სხვა მიზეზებზე და მათ მოგვარებაზე…“, – ამბობს არჩილ წულაძე.










