,,მარტო მე არ ვიქნები ასე . ყველა უგულოდ მოწერილ ” რაფერ ხარს ? ” ვგრძნობ … უფრო მეტიც , სახის მიმიკა და ხმის ტემბრიც კი შემიძლია ზუსტად გამოვიცნო .
ყველაფერს ვხვდები !
ყველაფერს ვხედავ !
ყველაფერს ვაანალიზებ !
სამწუხაროა , ზოგიერთს მაშინ ჭირდები როცა უკვე შენ აღარ გჭირდება …
სადაც გულგრილობაა , იქ მოკითხვასაც არა აქვს აზრი და მით უმეტეს რაცხეის თხოვნას … არ უნდა გაფუჭდე თლა მასე !
საქციელი სიტყვებზე მეტს ამბობს ყოველთვის !
ყალბი არაფერი მინდა , მითუმეტეს ადამიანები ! …
არაფერი გვჭირდება ადამიანებს იმაზე მეტად , ვიდრე : სითბო , სიყვარული , ყურადღება , მზრუნველობა , გულწრფელობა , სიმყუდროვე , გაგება , ერთგულება , პატივისცემა და თანადგომაა … ” მე ასე ვფიქრობ ” …
და განა ცოტაა ეს ?! ან განა ბევრია ?!
სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია …
როცა პოულობ შენს ადამიანს , პოულობ საკუთარ თავს , ისეთს , როგორსაც ადრე არ იცნობდი … ადამიანი , ხდება შენი სულის ნაწილი და სხვაგან მოსვენებას ვერ იპოვი … ვერ იგრძნობ სიმშვიდეს მისგან შორს …
ადამიანი სახლია , ყველაზე მყუდრო სახლი , ყველაზე ნაცრისფერ დღეებში …
ზურგი , რომელსაც ამოეფარები …
მხარი , რომელზეც თავს დადებ , როცა ძალიან დაიღლები …
ბევრი რამის თქმა შეიძლება …
მთავარია , არ დაკარგო …
თორემ აუცილებლად ინანებ და მერე გვიანია !
იმ მარტივი მიზეზის გამო , რომ ერთადერთები ცხოვრებაში , ორჯერ არ გვხვდებიან !
პ.ს ხოდა მაგფერ ადამიანს , სათანადო დაფასება , გულში ჩახუტება და მოფრთხილება სჭირდება ! ” – წერს სოციალურ ქსელში გივიკო დიდია.










