“ყველაფერი, რაც გაყინული კონფლიქტია, არის ომი – ნელი ომი, ან ნელი ოკუპაცია, ან გაყინული კონფლიქტი მხარეებს შორის…დადგება მომენტი, როცა ეს ყველაფერი ამა თუ იმ მიზეზით გალღვება. ოკუპანტი ყოველთვის იპოვის მიზეზს…მათ ჩვენზე მეტი აღჭურვილობა აქვთ, მაგრამ დეფიციტიც აქვთ – აკლიათ გამოცდილი სამხედროები, საარტილერიო ჭურვები, რაკეტები. ამიტომ ეს პაუზა მათ სარგებელს მოუტანს, ჩვენ რა თქმა უნდა არა. ისინი გაძლიერდებიან და ამის შემდეგ, როგორც ნორმანდიულ ხელშეკრულებებში იყო, ძალას მოიკრებენ და შეეძლებათ ულტიმატუმის წამოყენება – აღიარეთ ყველა ტერიტორია, არ გაწევრიანდეთ ალიანსში [ნატო], დაივიწყეთ ევროინტეგრაცია და ბევრი ასეთი პირობა ექნებათ” -აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი The Guardian-თან ინტერვიუში
მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლი და 19 წლის შვილი მოკლეს
მოსკოვში, ჟულებინის ბულვარზე მდებარე ბინაში, 53 წლის ელენა წერეთლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს. ქალი რამდენიმე დღის განმავლობაში ოჯახის წევრებს არ დაკავშირებია, რის გამოც მისმა დამ ინერვიულა და დახმარებისთვის სამართალდამცველებს მიმართა. ...










