თურქეთში დაკარგულ კაცს მოხალისეების ჯგუფი ეძებდა. მათ ერთი კაცი მიუახლოვდა, იკითხა, რა ხდებოდა და სამძებრო სამუშაოებში ჩაერთო.
ყველაფერი მაშინ გაირკვა, როცა სამძებრო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა მისი სახელი ხმამაღლა იმ იმედით დაიძახა, რომ ტყის სიღრმეში დაკარგულს შეიძლება გაეგო.
“აქ ვარ!” – გამოეპასუხა მას “დაკარგული კაცი”, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო.
თურქული მედია წერს, რომ კაცი პოლიციამ გამოკითხა და სახლში წაიყვანა.










