სენაკელი 25 წლის გოგონა დუდანა შერღაია საფრანგეთში გარდაიცვალა. დუდანა მძიმე სენს ებრძოდა და საფრანგეთში სამკურნალოდ იყო წასული. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას გოგონას ახლობელი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“ანგელოზად ქცეული ფერი გოგო… ყველა გაგვაერთიანა, მთელი სენაკი, ყველას თავი შეგვაყვარა ამ ფარფატა ულამაზესმა გოგონამ…
დღეს კი საშინელი ამბავი გავიგეთ, ჩვენი დუდანა აღარ გვყავს… ღმერთმა გადაგიხადოთ ეს სიკეთე , ამბობდა სულ ამ სიტყვებს და ლოცავდა ყველას.
რატომ?! გული მტკივა შენ ჩვენი ყველასი, და მთელი სენაკის უდიდესი ტკივილი ხარ.
გვიყვარხარ და მუდამ ასეთი კეთილი გვემახსოვრები დუდა…”