წითელი ჯვრის მოხალისეები მოხუცებს სახლში სტუმრობდნენ. მათ ასაკოვან მოქალაქეებს სხვადასხვა სახის საინფორმაციო მასალა მიუტანეს და ის ინფორმაცია მიაწოდეს, რაც კორონა ვირუსისაგან თავდასაცავად ჭირდებათ. წითელი ჯვრის მოხალისეებმა საინფორმაციო მასალები დაარიგეს ქუჩებშიც და მოქალაქეებს მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდეს. „ყველანი ფეხზე უნდა დავდგეთ რომ ეს ვირუსი დავამარცხოთ“-აღნიშნა გულნარა კილაძემ.
უმძიმესი ავარია მარნეული-თბილისის გზაზე
მარნეული-თბილისის ავტომაგისტრალის თელეთის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 24News.ge-ს ინფორმაციით, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად მძღოლებმა და მგზავრებმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე...









