წითელი ჯვრის მოხალისეები მოხუცებს სახლში სტუმრობდნენ. მათ ასაკოვან მოქალაქეებს სხვადასხვა სახის საინფორმაციო მასალა მიუტანეს და ის ინფორმაცია მიაწოდეს, რაც კორონა ვირუსისაგან თავდასაცავად ჭირდებათ. წითელი ჯვრის მოხალისეებმა საინფორმაციო მასალები დაარიგეს ქუჩებშიც და მოქალაქეებს მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდეს. „ყველანი ფეხზე უნდა დავდგეთ რომ ეს ვირუსი დავამარცხოთ“-აღნიშნა გულნარა კილაძემ.
გავრცელდა არასწორი ინფორმაცია – 36-ე საჯარო სკოლის პედაგოგები განცხადებას ავრცელებენ
ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლის პედაგოგები ქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს, მაია ცქიტიშვილს, წერილით მიმართავენ. პედაგოგებმა აღნიშნული წერილს "ქუთაისიპოსტი" ავრცელებს. მათი განცხადებით: "სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოების მიერ დაიწერა...









