თუ თქვენ გადაწყვიტეთ შვებულება გაატაროთ ექსტრემალური და დაუვიწყარი მოგონებების თანხლებით, არ ღირს იმ ქალაქებში წასვლა რომლის შესახებაც დღეს ვისაუბრებთ. აქ დანაშაულის და სიკვდილიანობის დონე აღემატება დასაშვებ თუ დაუშვებელ ნორმებს. უსაფრთხოდ თქვენ ვერც დღისით და მითუმეტეს ღამით იქნებით.
1) სიუდად–ხუარესი, მექსიკა.
პატარა ქალაქი სიუდად–ხუარესი აშშ–სა და მექსიკას შორის მდებარეობს. ჩიუაუას შტატში. იგი წარმოადგენს მნიშვნელოვან სასაზღვრო და სატრანსპორტო კვანძს. მოსახლეობის რაოდენობა 2010 წლის მონაცემებით 1,321,004 შეადგენს.
2009 წელს ეს ქალაქი მიჩნეულ იქნა ყველაზე კრიმინალურ ქალაქად მთელ მსოფლიოში. გასულ წელს ნარკოტიკულმა ომებმა აქ 2000 ადამიანი შეიწირა. სიუდად–ხუარესში ომის ატმოსფერო სუფევს, პოლიცია კი განუწყვეტლივ ამოწმებს ქალაქს.
2)კარაკას,ვენესუელა
კარაკასი–ვენესუელას დედაქალაქი. მისი ცენტრი იაფი ჩინური საქონლის სავაჭრო ნავებითაა სავსე. ქვეყნის უმსხვილესი ქალაქი. მდებარეობს ვენესუელის ჩრდილოეთ ნაწილში, კარაკასის ვიწრო ხეობაში, ვენესუელის სანაპირო მასივზე, ზღვის დონიდან 760-910 მეტრზე. ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 2 097 350 მლნ-ს. კარაკასი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ქალაქად ითვლება; მკვლელობების რაოდენობა კარაკასში 100 000 სულ მოსახლეზე წელიწადში 140-ს აღწევს და ამ მაჩვენებლით ქალაქი მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
კარაკასის დაარსებამდე, დაახლოებით 400 წლის წინ, კარაკასის ხეობა დასახლებული იყო ადგილობრივებით. 1562 წელს, სანაპირო ზოლში მთელი რიგი ქალაქების აღმოცენების შემდეგ, ესპანელი კაპიტნის ვაჟმა, ფრანსისკო ფახარდომ ამ ხეობაშიც სცადა დასახლების გაშენება. მაგრამ ამ დასახლებას დიდხანს არ უარსებია, რადგან ის დარბეულ იქნა ადგილობრივების მიერ. ეს ადგილობრივების მხრიდან ბოლო აჯანყება იყო. XVII საუკუნეში ვენესუელის სანაპირო ზოლი მეკობრეთა ხშირ თავდასხმებს განიცდიდა, მაგრამ ამ მხრივ კარაკასი საკმაოდ დაცული იყო ბუნებრივი ბარიერით, სანაპირო მთების მასივით. ამ ფაქტმა, კარაკასი რეგიონის უმთავრეს ქალაქად აქცია.
ბავშვების საყვარელი გართობა ასაფეთქებლების ქუჩაში სროლაა. ისინი ხარხარით აკვირდებიან როგორ ეცემიან უფროსები მიწაზე იმის შიშით რომ ტყვია არ მოხვდეთ. შობის ბოლოს კარაკასში უამრავი პოლიციელი იყრის თავს.
3) სან–პედრო სულა, ჰონდურასი
ქალაქის მოსახლეობა 1,445,598 შეადგენს 2019 წლის მონაცემებით.
დღესდღეობით ეს ქალაქი ითვლება ჰონდურასის ყველაზე განვითარებულ ქალაქად, მაგრამ თუ კი მისი რაიონების ან გარე უბნების მონახულება მოგინდებათ, შეიძლება სამუდამოდ იქვე დარჩეთ, თუმცა სან–პედრო–სულა მიმზიდველ და ტურისტულ რაიონად ითვლება. ამ ქალაქშიც განსაკუთრებით მაღალია ნარკოტიკების რეალიზაციის მაჩვენებელი, ყოველწლიურად ათასობით გაუხსნელი მკვლელობა ხდება.
4) გვატემალა გვატემალის დედაქალაქი. ცენტრალური ამერიკის ყველაზე დიდი ქალაქი მოსახლეობის მიხედვით.აქ 2006 წლის მონაცემებით 1 010 253 კაცი ცხოვრობს .მდებარეობს გვატემალის მთიანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.
გავტემალა 1524 წელს, ესპანელმა კონკისტადორმა პედრო დე ალვარადომ დააარსა და სანტიაგო უწოდა, შემდეგ კი გვატემალათი შეცვალეს.
ყოველ დღე გვატემალაში 5 ადამიანი კვდება. აქ ძალიან უყვართ ტურისტებისაგან უყურადღებოდ დატოვებული ფოტოაპარატების წაღება. ყოველ 100000 ადამიანზე აქ 90 მკვლელობა მოდის. ყველგან პოლიციელები მორიგეობენ. და ზოგჯერ პირდაპირ ქუცაში კლავენ მათ.
5) სან–სალვადორი, სალვადორი
სან-სალვადორი (ესპ. San Salvador) — სალვადორის დედაქალაქი. ქვეყნის ყველაზე ხალხმრავალი ქალაქი და უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო და ფინანსური ცენტრი. შეფასებულია გამა კატეგორიის გლობალურ ქალაქად, რაც სან-სალვადორს არა მხოლოდ ქვეყნის ყველაზე უმნიშვნელოვანეს ცენტრად, არამედ ცენტრალური ამერიკისა და მსოფლიოს მნიშვნელოვან ფინანსურ ცენტრად აქცევს. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში პანამერიკულ გზატკეცილზე, მდინარე ამაკასის ხეობაში, გარშემორტყმულია ვულკანებით. 2011 წლის მონაცემებით, სან-სალვადორის მოსახლეობა 567 698 ადამიანს შეადგენს და ამ მხრივ ის ცენტრალური მაერიკის სიდიდით მე-5 ქალაქია
ის სალვადორის დედაქალაქია, მაგრამ მას ვერცერთ ტურისტულ რუკაზე ვერ ნახავთ. ის წარმოადგენს ერთ-ერთ საშიშ ქალაქს მსოფლიოში. ყველაზე მრავალრიცხოვან ბანდა–მაგას ხელისუფლებასთან თავისი კავშირები აქვს. ამიტომ მასთან ბრძოლას არავინ ჩქარობს.