მსოფლიოში ყველაზე დიდი ოქროს თევზი, რომელიც დაახლოებით 30 კილოგრამს იწონიდა, საფრანგეთში, შამპანის პროვინციაში მკვდარი აღმოაჩინეს. Daily Mail-ის ცნობით, უსიცოცხლო, უზარმაზარი ნარინჯისფერი კობრი, სახელად “სტაფილო”, ბლუუოტერ ლეიქსის აუზში იპოვეს.
თევზის ზუსტი ასაკი უცნობია, მაგრამ ითვლებოდა, რომ ის, დაახლოებით, 20 წლის იყო. ექსპერტები ამბობენ, რომ სიბერის გამო გარდაიცვალა. “სტაფილომ” მოიპოვა მსოფლიო აღიარება და ზოგიერთი მეთევზე სპეციალურად ჩამოდიოდა შამპანში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან კობრის დასაჭერად და გასათავისუფლებლად.
ყველაზე დიდი ოქროს თევზი მისი აუზის გვერდით დაკრძალეს და მემორიალური დაფაც კი დაუდგეს. “სტაფილოს” ორი შვილი ჰყავს, ერთი მათგანი უკვე 18 კილოგრამს იწონის.
„მიხარია, რომ მისი ხსოვნა სამუდამოდ იცოცხლებს“, – თქვა ერთ-ერთმა მისმა თაყვანისმცემელმა










