LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ყველაზე დიდი დამნაშავე არის „ქართული ოცნების” პრემიერი და პროკურატურა, რომელიც ზის ახლა ჩვენ წინ და თავს ვერ სწევს. ასე იქნებით მთელი ცხოვრება – გიორგი ტერიშვილი

ყველაზე დიდი დამნაშავე არის „ქართული ოცნების” პრემიერი და პროკურატურა, რომელიც ზის ახლა ჩვენ წინ და თავს ვერ სწევს. ასე იქნებით მთელი ცხოვრება – გიორგი ტერიშვილი

დაპოსტა 2025/09/03-ში
A A
13
ნახვა
გაზიარება

არანაირი დანაშაული არ მიმიძღვის. ყველაზე დიდი დამნაშავე არის „ქართული ოცნების” პრემიერი და პროკურატურა, რომელიც ზის ახლა ჩვენ წინ და თავს ვერ სწევს. ასე იქნებით მთელი ცხოვრება, თავს ვერ აწევთ – ჩვენ გვასამართლებენ საქართველოს სიყვარულის გამო, ჩვენ გვასამართლებენ იმის გამო, რომ ჩვენ ვიდექით იქ, რომ დაგვეცვა ჩვენი საქართველო, გვინდა ევროპა და არ გვინდა რუსეთი, – ამის შესახებ საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა გიორგი ტერიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც ის საბოლოო სიტყვით სარგებლობს.

როგორც ტერიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ბევრი გმირი ჰყავს და ეს მთავრობა მათ სახელს ლახავს.

„მე არანაირი დანაშაული არ მიმიძღვის, ყველაზე დიდი დამნაშავე არის “ქართული ოცნების” პრემიერი და პროკურატურა, რომელიც ზის ახლა ჩვენ წინ და თავს ვერ სწევს. ასე იქნებით მთელი ცხოვრება, თავს ვერ აწევთ… 9 თვეა ვსხედვართ ციხეში, არანაირი მტკიცებულება… 9 თვის განმავლობაში წაგვართვეს ყველანაირი უფლება, შეკერეს ჩვენი საქმეები ისე, როგორც თვითონ უნდოდათ და მაგის თავიც არ აქვთ ნორმალურად შეკერონ…

მინდა პროკურატურას ვუთხრა, აქ გყავდათ მოყვანილი ცრუ მოწმე პოლიციელები, რომლებიც ისხდნენ და თვითონვე რცხვენოდათ თავიანთი თავის, თვითონვე წითლდებოდნენ თავიანთ სიტყვებში…

ცრუ მოწმე პოლიციელებით არის ეს ქვეყანა სავსე, ასეთი მატყუარები არიან. როდესაც ადვოკატმა ჩომახაშვილმა დაუსვა კითხვა ერთ-ერთ ცრუ მოწმეს, მან ვერ გასცა პასუხი, თუ შეიძლება გამიმეორეთო და ამასობაში, მას პროკურორმა მესიჯი მისწერა, რა უნდა ეთქვა, ეს ყველამ კარგად დავინახეთ.. ამიტომ ბატონო მოსამართლე, მეგობრებთან, რომლებიც ჩემ გვერდით სხედან, არანაირი კავშირი არ მქონია, მე ისინი აქ გავიცანი სხდომაზე…

როცა დამაკავეს, გამომძიებელმა ჩამომართვა მობილური, მე თვითონ მივეცი ტელეფონის კოდი. 9 თვე გავიდა, მაგრამ არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადგენდა, რომ ჩვენ კავშირი გვქონდა ერთმანეთთან, არ ყოფილა. ვერ დაადგენდა, რადგან ჩვენ აქ სხდომათა დარბაზში გავიცანით ერთმანეთი. მინდა ვთქვა ასეთი რაღაც: ჩვენ გვასამართლებენ საქართველოს სიყვარულის გამო, ჩვენ გვასამართლებენ იმის გამო, რომ ჩვენ ვიდექით იქ, რომ დაგვეცვა ჩვენი საქართველო, გვინდა ევროპა და არ გვინდა რუსეთი…

გვყავს მთავრობა, რომელიც იწევს რუსეთისკენ… ჯალათი [თეა] წულუკიანი გამოვიდა და საქართველოს დასდო ბრალი, ასეთი მთავრობა გვყავს და მალე უნდა მოვაშოროთ“, – აღნიშნა გიორგი ტერიშვილმა, რომლის საბოლოო სიტყვასაც „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

გაზიარება5

დაკავშირებული -პოსტები

“ჩვენი ჯარი ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უმთავრეს გარანტად”- ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

დღეს ჩვენი ქვეყნისთვის გამორჩეული თარიღია - 35 წლის წინ, 1991 წლის 30 აპრილს, დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად, პირველი წვევამდელების მიღებით საფუძველი ჩაეყარა ჩვენს თანამედროვე თავდაცვის ძალებს. მას შემდეგ ეს დღე ქართული მხედრული...

დაწვრილებითDetails

“ჩვენი ძალა მხოლოდ იარაღში არ არის, ჩვენი მთავარი ძალა არის გონივრულ პოლიტიკაში” – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს
მთავარი

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს - დღეს, რომელიც სიმბოლურად აერთიანებს ჩვენს ისტორიულ მეხსიერებას, ეროვნული ღირსების განცდას და მომავალზე პასუხისმგებლობას. ეს დღე არის პატივისცემა იმ ადამიანების მიმართ, ვინც საკუთარი სიცოცხლის...

დაწვრილებითDetails

იმერეთსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით 14 პირი დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
“ორი შვილის თვალწინ იარაღით მოკლა”-ახალგაზრდა კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით 14...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან 103 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 103 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყებსი ცნობით,...

დაწვრილებითDetails

ხონში სამი შვილის დედა გარდაიცვალა

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
ხონში სამი შვილის დედა გარდაიცვალა
მთავარი

ხონის მუნიციპალიტეტში,  35 წლის, სამი შვილის დედა, ჟანა ლოგუა გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში „ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე ავრცელებს. არსებული ინფორმაციით ჟანა ლოგუას გული გაუჩერდა. „გარდაიცვალა 3 შვილის დედა ჟანა ლოგუა...

დაწვრილებითDetails

” საქართველოსთან შანტაჟის ენით საუბარი მიუღებელია”- მაკა ბოჭორიშვილი

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
პრემიერ-მინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრად მაკა ბოჭორიშვილი წარადგინა
მთავარი

საქართველოსთან შანტაჟის ენით საუბარი მიუღებელია - ევროკავშირთან დიალოგი უნდა აღდგეს ნორმალურ ჩარჩოში, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე, უნგრეთში მიმდინარე პოლიტიკურ ცვლილებებსა და ევროკავშირის...

დაწვრილებითDetails

30 აპრილის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

30 აპრილს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +21 და ღამით +8 გრადუსია მოსალოდნელი. მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა. დღისით ჰაერი...

დაწვრილებითDetails

30 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი მოდუნდით და მშვიდად მოიფიქრეთ, როგორ გადაანაწილოთ დრო და ენერგია პირადი და საოჯახო საქმეებისთვის. მოერიდეთ ისეთი საკითხების გადაჭრას, რაც თქვენგან დიდ ძალისხმევას და ბრძოლას მოითხოვს. კურო კარგი დროა, მგზავრობის დასაგეგმად,...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 30 აპრილისთვის

by მეგა TV
აპრილი 29, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 30 აპრილიდან ერთი აშშ დოლარი – 2.6920, ევრო  – 3.1499, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6358 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

მეტროსადგურ „ისანში“ კაცი ლიანდაგებში ჩავარდა

by მეგა TV
აპრილი 29, 2026
0
თბილისის მეტროს ლიანდაგში მგზავრი ჩავარდა
მთავარი

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, მეტროსადგურ „ისანში“ კაცი ლიანდაგებში ჩავარდა. როგორც „პრაიმტაიმს“ თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიაში უთხრეს, მგზავრი ცოცხალია, მას მატარებელი არ შეხებია. მის ამოსაყვანად ძაბვა დროებით გამორთეს. მათივე ცნობით, მომხდარის გამო, მოძრაობა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"