ქუთაისის მერიის მიერ 80 000 ლარად ყვავილების შესყიდვა მოქალაქეთა უკმაყოფილების მიზეზი გახდა. ნაწილს ვერ გაუგია თუ რა საჭირო იყო პანდემიის პირობებში, როცა ადამიანებს უჭირთ, ყვავილების შესყიდვისათვის ამ რაოდენობის ფულის გადახდა. ნაწილისათვის კი გაუგებარია, რატომ შეისყიდა მერიამ ყვავილები თურქეთში, როცა ქართულ ეკონომიკასა და მეწარმეებს ისედაც უჭირთ.
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს: 27-28 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, 27 აგვისტოს დილის საათებიდან აფხაზეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, 28 აგვისტოს...








