,,იმუნიტეტი ორი სახის არსებობს – ადამიანის ორგანიზმში სწრაფი ანტისხეულების გამომუშავების და მოგვიანებით გამომუშავების. დღე და ღამე არ მძინავს, იმხელა პასუხისმგებლობა მაქვს ამ ადამიანების წინაშე აღებული. ბევრი სტატია წავიკითხე და ვნახე, რომ ანტისხეულები, რომელიც სწრაფად უნდა სინთეზირდებოდეს ორგანიზმში, სავარაუდოდ, დაავადების მანიფესტაციას ასწრებს და ამიტომაც მიდის ჩვენთან შემთხვევები მეტნაკლებად მსუბუქად. ღმერთმა ქნას და იქნებ გადაგვარჩინოს ბცჟ ვაქცინაციამ“, – განაცხადა რატიანმა.
ამასთან, რატიანი მოსახლეობას სოციალური დისტანცირებისკენ და კარგი განწყობის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.
„უნდა გადავრჩეთ. აუცილებელია მხოლოდ სოციალური დისტანცია და რაც შეიძლება, კარგი განწყობა, ვინაიდან იმუნური სისტემის სტაბილურობა ნევროლოგიურ სტატუსზეა დამოკიდებული“, – განაცხადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევა რატიანმა.