დარბაზ “ღირსების” პრეზიდიუმი დიდი მწუხარებით იუწყება რომ გარდაიცვალა ამავე დარბაზის საპატიო წევრი ბატონი ანზორ არველაძე.
ღირსეული ქართველი, ძირძველი ქუთაისელი, გამორჩეულად საინტერესო, განათლებული, თავის ქალაქზე და ადამიანებზე უსაზღვროდ შეყვარებული, ღვაწლმოსილი ადამიანი.
გულწრფელად ვიზიარებთ და თანავუგრძნობთ ჭირისუფალს.
სასუფეველი დაუმკვიდროს ღმერთმა იქ სადაც მართალნი განისვენებენ .
ირმა ქურასბედიანი