ქვეყნის უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს სრული ინტეგრაცია, რაც 2017 წელს ხელისუფლების კონსტიტუციურ ამოცანად განისაზღვრა. კანდიდატის სტატუსის მიღება იყო უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური აქტი ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. აქტიურად გაგრძელდება როგორც ასოცირების დღის წესრიგი, ისე ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 9 პრიორიტეტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. 2030 წლისთვის კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო იქნება ყველაზე უკეთ მომზადებული ევროკავშირში გაწევრიანებისთვის როგორც დემოკრატიული და ინსტიტუციური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. “ღირსებით ევროპისკენ” – ეს არის ჩვენი სულისკვეთება.
სამინისტრო გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას, მოქალაქე არ დაემორჩილა მოთხოვნას, სამინისტროს თანამშრომელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა – შს მინისტრის მოადგილე
სამინისტრო გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და აცხადებს სრულ მზაობას ითანამშრომლოს საგამოძიებო უწყებასთან, რათა სრულყოფილად და ობიექტურად დადგინდეს აღნიშნულ საქმეზე გარემოებები და დანაშაულის ჩამდენმა პირებმა პასუხი აგონ კანონის წინაშე , - ამის...










