ევროკავშირის ლიდერებს მოვუწოდე, მონაწილეობა მიიღონ ევროსაბჭოს საგანგებო სხდომაში, რათა გვერდში დაუდგენ უკრაინას და შეაჩერონ აგრესორი.
ევროპის ბედი უკრაინაში წყდება: თუ პუტინი ახლა არ მიიღებს ღირსეულ პასუხს, კიდევ უფრო შორს წავა.
აგრესორის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ უნდა იქნას მიღებული მკაცრი ეკონომიკური და ფინანსური სანქციები, რაც აგრესიის გაგრძელების საშუალებებას არ მისცემს: გაითიშოს SWIFT-დან, დაუწესდეს ემბარგო ნავთობისა და გაზით ვაჭრობაზე, არმიის იარაღით და საბრძოლო მასალებით დახმარება, გაეროს სამშვიდობო ოპერაციის მხარდაჭერა.
ჩვენი ხალხი კვდება უკრაინის და ევროპის თავისუფლებისთვის. ღია კართან დიდხანს ველოდით. ნატოში გაწევრიანებაზე ვიკითხეთ — პასუხი არ მიგვიღია.
ახლა გვჭირდება უსაფრთხოების საერთაშორისო სამართლებრივი გარანტიები, მკაფიო ევროპული პერსპექტივა და სწრაფი და კონკრეტული ქმედება.










