ღამით ოკუპანტი აქტიურად უტევდა დედაქალაქ კიევს. ამავდროულად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს არა მხოლოდ ყველა თავდასხმის მოგერიება, არამედ მტრის ტექნიკის განადგურებაც.
ამის შესახებ უკრაინის სახმელეთო ძალები იტყობინება.
“101-ე ბრიგადამ მეტროსადგურ “ბერესტეისკაიაზე” გაანადგურა კოლონა: 2 მანქანა, 2 სატვირთო ტანკით, ტანკი. ყველაფერი მშვიდადაა, ყველა ჩამოაგდეს”, – ნათქვამია შეტყობინებაში.
არსებული ინფორმაციით განადგურებულია 3000-მდე ოკუპანტი. 05;16 შულიავკასა და ზოოპარკის ტერიტორიაზე ბოლო 10 წუთში 50-ზე მეტი გასროლა და აფეთქება იყო, რუსი ოკუპანტები ისვროდნენ ტყვიამფრქვევიდან.
08:11 – ბერესტეისკაიას მეტროსადგურზე 101-ე ბრიგადამ გაანადგურა მტრის აღჭურვილობის კოლონა: 2 მანქანა, 2 სატვირთო მანქანა, ტანკი.
უკრაინის სახმელეთო ჯარების ცნობით ახლა ყველაფერი მშვიდია, მტერი განადგურებულია.
05;44 საათზე- უკრაინის სახელმწიფო სპეციალური კომუნიკაციების სამსახურში აცხადებენ, რომ რუსი სამხედროები კიევის ტროეშჩინას რაიონში CHPP (ნაწილის დისლოკაციის ადგილი) -6-ზე თავდასხმას ცდილობენ და უკრაინის შეიარაღებული ძალები უკუაგდებენ მტერს. საბოლოოდ მტერი სრულიად განადგურდა გამთენისას.
08:11 -საათზე ბერესტეისკაიას მეტროსადგურზე 101-ე ბრიგადამ გაანადგურა მტრის აღჭურვილობის კოლონა:
2 მანქანა, 2 სატვირთო მანქანა, ტანკი. უკრაინის სახმელეთო ჯარების ცნობით ახლა ყველაფერი მშვიდია, მტერი განადგურებულია.
ამასთან ცნობილი გახდა, რომ აზოვის ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფი ვასილკოვოში რუსი სამხედროების გასაწმენდად ემზადება, სადაც ამ დროისთვის საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.










