ისრაელის დროით დილის 7 საათზე ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დროებითი ზავი დაიწყო, რომელიც 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
4 საათზე კი ჰამასი 13 მძევალს გაათავისუფლებს. მომდევნო 4 დღის განმავლობაში ჰამასი 7 ოქტომბერს აყვანილი მძევლებიდან 30 ბავშვსა და 20 ქალს გამოუშვებს.
თავის მხრივ, ისრაელი ციხიდან 150 პალესტინელს გამოუშვებს, რომელთა შორის ქალები და მოზარდებიც არიან. გამოშვებულებს შორის არიან პირებიც, რომლებსაც მკვლელობის მცდელობაზე აქვთ პატიმრობა მისჯილი.










