ქუთაისში ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა მუშაობას წყვეტს. როგორც ბიბლიოთეკის პრესსამსაურში აცხადებენ, ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ბიბლიოთეკის დროებით დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს.
”წიგნს ბევრი ეხება, ხელიდანხელში გადადის, ტურისტებიც საკმაოდ მოდიან, ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, დროებით შევაჩეროთ სამუშაო პროცესი”, – ამბობს პრესსამსახურის წარმომადგენელი ციცი ჯინჯიხაძე.
ილია ჭავაჭავაძის საჯარო ბიბლიოთეკა მუშაობას განახლება ორშაბათს, 16 მარტს იგეგმება, ასევე, 16 მარტსაა დაგეგმილი სასწავლო პროცესის სკოლებსა და ბაღებში განახლება.
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 15 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 141. სტაციონარში კი მეთვალყურეობას გადის 51 ადამიანი.