ქუთაისში, N1 სამშობიარო სახლი რომელიც დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის შენობაში მდებარეობდა, დაიხურა.
როგორც ცნობილია, სამშობიარო სახლმა ორსულების მიღება ლიცენზიის შეჩერების მიზეზით შეწყვიტა.
„პირველ სამშობიაროში ვიყავი აღრიცხვაზე. როდესაც ტკივილები დამეწყო, ჩემს ექიმს დავურეკე. მითხრა, რომ ლიცენზია შეგვიჩერეს და ორსულებს ვერ ვიღებთ, ვერც ვერავინ მიგიღებს აქო. იძულებული გავხდი, სხვა კლინიკა მომეძებნა,“-ამბობს ერთ-ერთი ორსული საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge-სთან საუბარში.
ასევე ცნობილია, რომ ოლეგ სინაურიძე, რომელიც დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში დედათა და ბავშვთა მიმართულებით დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა, „კლინიკა ბომონდში“ სამეანო-გინეკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა.
წყარო: topnews.com.ge










