ქუთაისში „კოვიდ-19“-ის შემთხვევა ბოლო 30 დღეა, არ დაფიქსირებულა. 596 გამოკვლეულიდან კორონავირუსი არც ერთს დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის თქმით, ქუთაისის ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში სპეციალისტებმა 596 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და „კოვიდ-19“ არც ერთ პირთან არ დადასტურდა.
დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, კვლევა იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებსა და სხვა სამიზნე ჯგუფებს ჩაუტარდათ.










