ქუთაისში 327 პაციენტიდან კოვიდ19 არც ერთს დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის თქმით, კვლევა წყალტუბოს კარანტინიდან გამსვლელ 100 პირს, იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებსა და გეგმურად მედპერსონალის ნაწილს ჩაუტარდა.
რაც შეეხება რეგიონის საკარანტინო სივრცეებს, დღეს წყალტუბოში არსებული სასტუმრო „პრომეთეს“ ყველა ადამიანი დატოვებს, სასტუმრო „სპა ლეგენდსში“ კი 60 პირი დარჩება.