ქუთაისის მერმა პირველი ახალშობილი მოინახულა
2020 წლის პირველი ახალშობილი ქუთაისში ლუკა ჩახუნაშვილია. პირველი ქუთაისელი წელს ხონელიძის სამშობიარო კლინიკაში დაიბადა. ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ახალშობილი და დედა მოინახულა. დღეს დაბადებულ ყველა ახალშობილს ქუთაისის მერია სპეციალური პროგრამიდან თანხასაც გადასცემს. ამისათვის ადგილობრივ ბიუჯეტში 5 000 ლარია გამოყოფილი. გიორგი ჭიღვარიამ დღესვე ახალი წელი მიულოცა სამშობიარო კლინიკის თანამშრომლებს.
ერთმანეთს მოტოციკლი და მანქანა შეეჯახა – ავარია რუსთავში
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „ინფო რუსთავის“ ცნობით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა. შემთხვევის დროს მოტოციკლის მძღოლი, 20 წლამდე ბიჭი დაშავდა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანა. ადგილზე...