მეხუთე დღეა ქუთაისში ოჯახი 14 წლის გოგოს ეძებს. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი ოჯახს ორჯერ დაუკავშირდა, თუმცა მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
როგორც დედა ამბობს, ბოლოს შვილმა პოლიციას უთხრა, რომ ბათუმშია, თუმცა მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე ვერ დაადგინეს. ეს მოზარდის გაუჩინარების უკვე მეოთხე შემთხვევაა.
არასრულწლოვანი გოგოს დედა პოლიციას უმოქმედობაში და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს და ბავშვის დროულად მოძებნას მოითხოვს. ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ სამართალდამცველები










