სამწლიანი პაუზის შემდეგ ჯორჯ ბალანჩინის IV საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი აღდგა.
ღონისძიება 11-12 ნოემბერს, ორი დღის განმავლობაში გაიმართება ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში.
ჟიურის თავმჯდომარე გახლავთ ლა სკალას საბალეტო სკოლის დირექტორი ანა მარია პრინა, ფესტივალის სახე კი ბალეტის ვარსკვლავი ირმა ნიორაძე.
საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს ევროპიდან მოწვეული, ათი სხვადასხვა ქვეყნის საბალეტო დასის 50 წამყვანი პროფესიონალური ბალეტის მოცეკვავე.
საერთაშორისო ფესტივალის მიზანია ბალეტის სფეროს პოპულარიზება და კულტურული ტურიზმის ხელშეწყობა რეგიონში.
ჯორჯ ბალანჩინის საერთაშორისო ფესტივალის აღდგენა ქუთაისის მერიის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.










