ძუძუს კიბოს წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში აქცია გაიმართა ქუთაისში.
უწყვეტი ჯაჭვი ექიმებმა და ახალგაზრდებმა თეთრ ხიდზე შეკრეს და მხარდაჭერა გამოუცხადეს ქალებს, ვისაც ძუძუს კიბო აქვს.
ვარდისფერი ოქტომბერი მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას, რათა დროულად მოხდეს დიაგნოზის დასმა და მკურნალობა, მეტი სიცოცხლის გადასარჩენად.