ცხელების ცენტრს, ქუთაისში ბოლო 24 საათის განმავლობაში 26-მა მოქალაქემ მიმართა. ამჟამად ცენტრში 12 პაციენტი სხვადასხვა განყოფილებებში მკურნალობს. ცენტრის დირექტორის არჩილ მუკბანიანის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ბოლო ორი დღის განმავლობაში ცხელების ცენტრიდან კორონავირუსზე 13 პაციენტი გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.
ე.წ. ცხელების ცენტრი სამი დღის წინ ამოქმედდა და 70-მდე მოქალაქე მიიღეს. დღეს ცენტრს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიზე ეწვია.