ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე მეტეორის ნატეხი ჩამოვარდა – ინფორმაცია სხვადასხვა მედიასაშუალებით ვრცელდება.
თვითმხილვევლი “პრაიმტაიმთან” ამბობს, რომ სასწაულმა გადაარჩინა.
„ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ვიდექი, როცა ჩემ გვერდით მუჭის ხელა გავარვარებული მეტეორის ნატეხი დაეცა. ფოტო გადავიღე“.
თვითმხილველის თქმით, მეტეორის ნაწილი სამხარაულის ექსპერტიზამ წაიღო, გამოსაკვლევად.
„პრაიმტაიმი“ დაუკავშირდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, სადაც გვითხრეს, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ აქვთ.
როგორც ქუთაისიპოსტს აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის წარმომადგენელმა განუმარტა, აღნიშნულზე მათ ინფორმაცია არ აქვთ.
” მეტეორის ნატეხი შეიძლება ჩამოვარდეს, მაგრამ აღნიშნულ ფაქტზე არ გაგვიგია, შეიძლება ქვა იყო და უბრალოდ ეგონათ მეტეორის ნატეხი”,- განაცხადა აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიის ხელმძღვანელმა მაია თოდუამ ქუთაისიპოსტთან საუბრისას.