ქუთაისში შუახნის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს – ინფორმაციას “ინფო იმერეთი” ავრცელებს.
შემთხვევა რუსთაველის გამზირზე მდებარე სკვერში მოხდა.
როგორც “ინფო იმერეთი” წერს 47 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ, გულის შეტევა გახდა.
ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.