LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქუთაისში შესაძლოა პარკინგსერვისი გაუქმდეს

ქუთაისში შესაძლოა პარკინგსერვისი გაუქმდეს

დაპოსტა 2021/06/02-ში
A A
71
ნახვა
გაზიარება

 

ქუთაისის მერიას შპს “პარკინგსერვისისგან” 2016-2020 წლებში იჯარის თანხად 2,259,988 ლარი უნდა მიეღო, თუმცა მხოლოდ 149,999 ლარი მიიღო. ეს კომპანია ქუთაისის მუნიციპალიტეტმა 2015 წელს სწორედ იმიტომ შექმნა, რომ  ქუთაისში პარკინგი მოეწესრიგებინა და მუნიციპალურ ბიუჯეტს შემოსავალი მიეღო, თუმცა, ვერცერთი ამოცანა ვერ შესრულდა.

შპს “პარკინგსერვისის” წლიური ხარჯი საშუალოდ 450 ათას ლარია და ამ ფასად ის მოქალაქეებისგან საშუალოდ 252 ათასი ლარის ჯარიმის მობილიზებას ახდენს. მოქალაქეების მიერ პარკინგში ჯარიმის სახით გადახდილი ყოველი 1 ლარი, გადასახადის გადამხდელებს დამატებით 1,80 ლარი უჯდებათ.

კომპანია შექმნის დღიდან ვერც ხელშეკრულებით დაკისრებულ ვალდებულებებს ასრულებს და ვერ იხდის მისთვის გადაცემული ქონების იჯარის საფასურს. ამის გამო ქალაქის მერიამ გააუქმა იჯარის ხელშეკრულება და შპს-ს ქონება უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადასცა, ხოლო არასრულად დაანგარიშებული იჯარის თანხა და პირგასამტეხლო, ჯამში 1,784,890 ლარი, 10 წელზე გადაუნაწილა.

”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” შპს-ს დაარსების არასწორ გადაწყვეტილებაზე  2017 და 2018წლებშიც წერდა. ამ საკითხზე მოვაწყვეთ დისკუსიაც, რასაც თვითმმართველობის მხრიდან კომპანიისთვის პირობების შემსუბუქება მოჰყვა.

მუნიციპალური შპს-ს დაარსება

შპს “პარკინგსერვისი” ქუთაისის მუნიციპალიტეტმა 2015 წელს დააფუძნა. საიჯარო ხელშეკრულებით, კომპანიას სარგებლობაში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება გადაეცა, ყოველწლიურად იჯარისთვის კი 463,415 ლარი უნდა ეხადა. 2018 წელს ეს თანხა 444,386 ლარამდე შემცირდა.

შპს “პარკინგსერვისის” შექმნამდე, 2014-2015 წლებში ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების საერთო და სპეციალურ ადგილებზე ორგანიზების უფლების სასყიდლით გაცემისათვის ელექტრონული აუქციონი ოთხჯერ გამოცხადდა (2014 წლის 7 ნოემბერს,  2015 წლის 1 აპრილს, 2015 წლის 21 აპრილს და 2015 წლის 5 მაისს). ოთხივე შემთხვევაში პირობები იყო იდენტური და ამ უფლების გადაცემის საწყისი წლიური საფასური 660,000 ლარი იყო. მერიის განმარტებით, ოთხივე  აუქციონი  ჩაიშალა, რადგან მასში მონაწილეობის სურვილი არცერთ კომპანიას არ გამოუთქვამს. უნდა აღინიშნოს, რომ მერიას აუქციონის განაცხადებში არ შეუტანია არსებითი ცვლილება, თან აუქციონთა განახლება ხდებოდა დროის მცირე ინტერვალში ჩაშლის მიზეზების ანალიზისა და აღმოფხვრის გარეშე.

მოგვიანებით ქუთაისის მერიამ  თავად შექმნა შპს “პარკინგსერვისი”. შესაბამისად,  ქუთაისში პარკინგის საკითხის მოწესრიგება დაევალა არა კერძო კომპანიას, რაც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაა, არამედ მუნიციპალიტეტის მიერ საგანგებოდ დაფუძნებულ კომპანიას. შპს-ს ფუნქციონირების დასაწყებად ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 2015 წელს 300,000 ლარი გამოეყო.

“პარკინგსერვისის” 5-წლიანი საქმიანობა და დაგროვილი დავალიანება

შპს “პარკინგსერვისი” საქმიანობას 2016 წლის 25 იანვრიდან შეუდგა. ამ დროისთვის  შპს-ში 35 ადამიანია დასაქმებული. პარკირება ქუთაისის ცენტრალურ ქუჩებში დღემდე პრობლემად რჩება.

“პარკინგსერვისის” ბიუჯეტს მოქალაქეები ავსებენ პარკირების ადგილებისთვის იმ საფასურის გადახდით, რომელიც ადგილობრივმა თვითმმართველობამ დაადგინა.  მიღებული შემოსავლით შპს-ს უნდა გადაეხადა იჯარის საფასური მუნიციპალური ქონებისთვის, რასაც ის შექმნის დღიდან ვერ ახერხებს.

აღსანიშნავია, რომ მოქალაქეებს პარკირების საფასურისგადაუხდელობის გამო ეკისრებათ ჯარიმები, რაც ქალაქის ბიუჯეტში შედის. ჯარიმების ოდენობამ 2016 წელს 166,762 ლარი, 2017 წელს  301,600 ლარი, 2018 წლის 260,490 ლარი, 2019 წელს 293,749 ლარი, ხოლო 2020 წელს 241,773 ლარი შეადგინა.

ზემოთ მოყვანილი ინფორმაციის გაანალიზება ცხადყოფს, რომ  ქუთაისში მანქანებით მოსარგებლეებს ჯარიმის სახით წელიწადში საშუალოდ 252,800 ლარის გადახდა უწევთ, ხოლო, პროცესის ადმინისტრირებაზე წელიწადში დაახლოებით 447,630 ლარი იხარჯება, რაც  არაეფექტურ მენეჯმენტზე მიუთითებს.

იჯარის უზუფრუქტით ჩანაცვლება

რადგან “პარკინგსერვისი” იჯარის თანხას ვერ იხდიდა, ქუთაისის მერიამ იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის და ქონების უსასყიდლო უზუფრუქტით გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო.

პირველად საკრებულომ ამ საკითხზე მერიას თანხმობა 2019 წლის 27 თებერვალს მისცა, თუმცა მერიას შესაბამისი მოქმედებები არ განუხორციელებია. 2020 წლის 30 სექტემბერს საკრებულომ კვლავ იმსჯელა ამ საკითხზე და მერიას მისცა თანხმობა ქონების გადაცემის, დავალიანების განწილვადების და პირგასამტეხლოსგან განთავისუფლების შესახებ.

მერის 2020 წლის 9 ნოემბრის  ბრძანებით გაუქმდა მერიასა და “პარკინგსერვისს” შორის გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება და დაგროვილი დავალიანება 10 წელზე გადანაწილდა. დავალიანებამ 1,784,890 ლარი შეადგინა, თუმცა მერიამ დაითვალა მხოლოდ 2019 წლის 27 თებერვლამდე არსებული დავალიანება. მას შემდეგ არსებული დავალიანების გადახდისგან კი კომპანია გაათავისუფლა, მიუხედავად იმისა რომ რეალურად ხელშეკრულება ამ თარიღიდან თითქმის ორი წლის შემდეგ გააუქმა.

დავალიანების გადახდისთვის გაწერილი გრაფიკის მიხედვით, პირველი შენატანი, 50,000 ლარი, “პარკინგსერვისს” 2020 წელს უნდა განეხორციელებინა. თუმცა, მას თანხა არ შეუტანია ბიუჯეტში. მეტიც, 2020 წელს მერიამ კომპანიას 26,700 ლარი გამოუყო სუბსიდიის სახით, რაც მათი ინფორმაციით პანდემიამ გამოიწვია.

შეფასება

ქუთაისის მერიის მიერ  პარკირების პრობლემის მოსაგვარებლად დღემდე გადადგმული ნაბიჯები არ გამოდგა ეფექტური, რაც მერიის არასწორ მენეჯმენტზე მიუთითებს.

  • “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიაჩნია, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტმა უნდა გააუქმოს შპს “პარკინგერსვისი” და იზრუნოს პარკირების სერვისის ტენდერის ან აუქციონის მეშვეობით შესყიდვაზე. ამასთან, მუნიციპალიტეტმა უნდა განსაზღვროს ტენდერის გონივრული ფასი, რომელიც არ იქნება იმაზე მეტი, რაც თავად დაუწესა  მუნიციპალურ შპს-ს.
  • მოვუწოდებთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შეისწავლოს როგორც შპს “პარკინგსერვისის” საქმიანობა, ასევე ამ კომპანიისა და მერიის ურთიერთობა,  დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში კი საქმე  სამართალდამცავ სტრუქტურებს გადასცეს.
გაზიარება28

დაკავშირებული -პოსტები

ქონექთმა ქუთაისში პირველი თვითმომსახურების სადგური გახსნა – ორი თვის განმავლობაში სპეციალური ფასით

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
ქონექთმა ქუთაისში პირველი თვითმომსახურების სადგური გახსნა – ორი თვის განმავლობაში სპეციალური ფასით
მთავარი

ქონექთი ავტოგასამართი სადგურების ქსელს აქტიურად აფართოებს. კომპანიამ ქუთაისში მეხუთე სადგური გახსნა, რომელიც ქალაქში ქონექთის პირველი თვითმომსახურების ობიექტია. ქსელი საქართველოს მასშტაბით უკვე 170-მდე სადგურს აერთიანებს. გახსნასთან დაკავშირებით, ახალ სადგურზე ორი თვის...

დაწვრილებითDetails

„შენს ჯგუფში დღეს გაკვეთილი არ ჩატარებულა…“ – თბილისში ახალგაზრდა გოგოს გლოვობენ

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
„შენს ჯგუფში დღეს გაკვეთილი არ ჩატარებულა…“ – თბილისში ახალგაზრდა გოგოს გლოვობენ
მთავარი

თბილისში ახალგაზრდა გოგონა, მარიანა შეყელაძე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. გარდაცვლილ მოსწავლეს ემშვიდობება სკოლის მასწავლებელი ნატო ქვრივიშვილი და ემოციურ პოსტს აქვეყნებს: „მე და შენ 9 წელია ერთმანეთს ვიცნობთ,...

დაწვრილებითDetails

უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე, მათ შორის - ტაილანდის, აზერბაიჯანის, თურქეთის,...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, შეძენა-შენახვის მცდელობისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სხვადასხვა...

დაწვრილებითDetails

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
“ქალმა იხუმრა” – 36 წლის ქალის მკვლელობის მოტივი ცნობილია
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. დაკავებული, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თორმეტი წლის ასაკს მიღწეული ბავშვის...

დაწვრილებითDetails

თბილისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, შეძენა-შენახვის მცდელობისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სხვადასხვა...

დაწვრილებითDetails

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
ამინდი იცვლება – 7 სექტემბრის პროგნოზი
ამინდი

31 ოქტომბერს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +21 და ღამით +12 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმას ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმა იქნება, დღისით ჰაერი...

დაწვრილებითDetails

ბათუმში ავარიის შედეგად კურიერი დაშავდა

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ბათუმში, ბაგრატიონისა და გუდიაშვილის ქუჩების კვეთაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად „გლოვოს“ კურიერი დაშავდა, რომელიც მოპედით გადაადგილდებოდა. ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს. პირველადი ინფორმაციით, მოპედი სავარაუდოდ გზაზე მოცურდა. დაშავებული მძღოლი კლინიკაში გადაიყვანეს. შს სამინისტროს...

დაწვრილებითDetails

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   დღე აქტიურობასა და მნიშვნელოვანი საკითხების გადახედვას მოითხოვს. შესაძლოა, სამსახურში ან პირად ცხოვრებაში ისეთი გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ, რომელსაც დიდი ხანია აჭიანურებთ. ემოციების კონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სიყვარულში გულწრფელი საუბარი გაუგებრობას...

დაწვრილებითDetails

მეექვსე კლასელმა თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა

by მეგა TV
ოქტომბერი 30, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლაში მეექვსე კლასის მოსწავლეებს შორის მომხდარი ინციდენტის შედეგად ერთ-ერთი არასრულწლოვანი დაშავდა. „აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა. შემთხვევის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. მომხდარზე სკოლის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"