ქუთაისში ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნა. პირველმა ამომრჩეველმა ხმა უკვე მისცა. როგორც ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ უბნებზე რაიმე განსაკუთრებული პრობლემა არ ყოფილა.
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქუთაისში სულ 153 861 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატობისთვის 19 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი იბრძვის.
ქალაქის 59-ე ოლქში არჩევნებისთვის 124 უბანი გაიხსნა, აქედან ორი სპეცუბანი. სპეცუბნებიდან ერთი №2 პენიტენციური დაწესებულებაში, ხოლო მეორე ე.წ. კოვიდ უბანი ქუთაისის 31 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს, სადაც ხმის მიცემა მხოლოდ გადასატანი ყუთის საშუალებით მოხდება. კოვიდუბანზე 400 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ქუთაისის 7 მაჟორიტარულ ოლქში 52 კანდიდატია დარეგისტრირებული, მათ შორის 14 ქალია. 5 კანდიდატი იბრძვის ქუთაისის მერობისთვის, აქედან ორი ქალია.










