ქუთაისში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ გამსახურდიას ქუჩაზე, კიკვიძის ძეგლთან მოხდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ ავტომობილი ახალგაზრდა ქალს დარჯახა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. როგორც თვითმხილველები ამბობენ უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალი საავადმყოფოში გადაყავთ.
შსს-ს ცნობით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.










