ქუთაისში მცხოვრებ უსინათლო და სმენადქვეითებულ მოქალაქეებს „ახალგაზრდული ცენტრის“ მიერ მომზადებული, COVID-19-თან დაკავშირებული ადაპტირებული აუდიო და ვიდეომასალები დაურიგდათ.
“ახალგაზრდულმა ცენტრმა”, “ქალთა ფონდის” მხარდაჭერით, განახორციელა პროექტი, რომელიც ითვალისწინებს უსინათლოებისთვის აუდიომასალების, ხოლო სმენადქვეითებულთათვის – სურდოთარგმანიანი ვიდეოფაილების მიწოდებას, რომლებშიც ჩაწერილია კორონავირუსის საპრევენციო რეკომენდაციები და ფსიქოლოგის რჩევები.
“ახალგაზრული ცენტრის” ხელმძღვანელმა ნატალი პატარიძემ, ქალაქის მერიის წარმომადგენლებთან ერთად, ქუთაისში მცხოვრებ უსინათლოებს აღნიშნული მასალები უკვე დაურიგა. ვიდეოფაილები მიიღეს სმენადაქვეითებულებმაც. სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანები პროექტის ფარგლებში COVID 19-თან დაკავშირებულ ადაპტირებულ აუდიო და ვიდეოფაილებს იმერეთის მასშტაბით მიიღებენ.
ქუთაისის მერიის ინიციატივით, სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის პანდემიის პირობებში, სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები ხორციელდება.










