წვიმის მიუხედავად, ქუთაისის ქუჩებში ყველა თაობისა და განსხვავებული პროფესიის ადამიანები გამოვიდნენ.
,,წვიმის ნუ შეგეშინდებათ. ახლა უკრაინაში წვიმის ნაცვლად ბომბები და რუსი დესანტები ცვივა, რომელიც ჰაერში უნდა განადგურდეს.
გონიერმა ადამიანებმა დიდი პრობლემა დიდ შესაძლებლობად უნდა აქციოს და ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მსოფლიო შევცვალოთ უკეთესობისკენ”-განაცხადა აქციის ერთ ერთმა ორგანიზატორმა.
ქუთაისში უკრაინის მხარდამჭერი აქციები გაიმართება ვიდრე, პუტინი ჯარებს უკრაინიდან გაიყვანს.